მინსკის კინოფესტივალზე ლევან გელბახიანი დააჯილდოვეს

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ლევან გელბახიანმა მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე “ფოთოლცვენა” საკუთესო მამაკაცის როლის შესრულებისთვის ჯილდო მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია კინოფესტივალის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

მინსკის რიგით ოცდამეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 50 ქვეყნიდან 154 ფილმი უჩვენეს.