ახალი ამბები

“ვაღებთ კარს და “შტეფსელიდან” ვრთავ დენს” – ფალავანდიშვილი კინოჩვენების ჩაშლაზე

8 ნოემბერი, 2019 • 2508
“ვაღებთ კარს და “შტეფსელიდან” ვრთავ დენს” – ფალავანდიშვილი კინოჩვენების ჩაშლაზე

“ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების” თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, რომ ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” კინოჩვენების ჩაშლას მშვიდობიანი გზით გეგმავს.

“ჩვენ ვაპირებთ არაძალადობრივად, ხალხის ხელის დარტყმის გარეშე ჩავშალოთ. ერთ-ერთი ვერსია იყო, გამოგვერთო პირდაპირ საოპერატოროდან”, – აღნიშნა მან და კონკრეტული მაგალითი დაასახელა.

“მაგალითად, მივიწევ კამერებისკენ, თავში მხვდება პოლიციის ჯოხები, მე ხელს არ ვანძრევ და მივდივარ, მივდივარ, მივდივარ… ბოლოს იმდენი ვართ, რომ ყველას ვერ გვირტყამენ (იმედია, რომ არც დაგვარტყამენ) და ვაღებთ მშვიდად, ლამაზად კარს და “შტეფსელიდან” ვრთავ დენს.

დღეს, 8 ნოემბერს, საქართველოში ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება გაიმართება. ფილმს, რომელიც ქვიარ თემატიკაზეა შექმნილი, მაყურებელი მხოლოდ სამი დღის განმავლობაში ნახავს. ამ დროისთვის თბილისში მდებარე კინოთეატრებში ფილმზე დასასწრები სამივე დღის ბილეთები სრულად გაყიდულია.

ფილმის ჩვენებას გამოეხმაურნენ ასევე ულტრანაციონალისტური და ჰომოფობური ჯგუფები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენებას ჩაშლიან. შსს-ში კი ამბობენ, რომ იმოქმედებენ კანონის შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი