რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ახალგაზრდა გათავისუფლებულია

გორში, სოფელ ქვეშის მიმდებარედ, რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ზაქრო ბუთხუზი დღეს გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

რუსმა სამხედროებმა სოფელ ქვეშის მკვიდრი 6 ნოემბერს დააკავეს, ამჟამად ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.