ინგლისში £1 მლნ ღირებულების სექს-სათამაშოები მოიპარეს

ინგლისში 1 მლნ ფუნტი სტერლინგის (3.8 მლნ ლარი) ღირებულების სექს-სათამაშოები მოიპარეს.

BBC წერს, რომ შემთხვევა ჯერ კიდევ 18 სექტემბერს, დილის საათებში მოხდა, თუმცა ნორსჰამპტონშერის პოლიციის დეპარტამენტმა ინფორმაცია გუშინ გაავრცელა. 

ამ პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის, ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ ბრალდებულების დაკავებას აზრი აღარ აქვს, ვინაიდან “ისინი ისედაც უკვე ბორკილებში იქნებიან“.

პოლიცია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, ქურდობის შესახებ ნებისმიერი სახით ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში, საგამოძიებო უწყებას მიმართონ.