ლიტერატურული კონკურსის, “საბას” ჟიურიმ “საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 112 საკონკურსო წიგნიდან 9 ფინალისტი გამოვლინდა.
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და რატი ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. წელს „საბას“ კონკურსი მეჩვიდმეტედ ტარდება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია დეკემბრის დასაწყისში თბილისში გაიმართება.
2019 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 8 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 7 ნომინაციაში. წელს „საბა“ არ გაიცემა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები, ხოლო ნომინაცია „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ – გამარჯვებული, ტრადიციულად, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები, საიდანაც გამარჯვებული ერთი ავტორი გახდება: