“მე მესმის, რომ საბინაო-კომუნალური საკითხები უკვე გლობალურ მასშტაბებს იღებს, მეცნიერება იმ დონეზე ავიდა… რაც შეეხება მსოფლიო გაოცებას, თუ ასეთი გზით წავედით, მე მგონი, არაერთხელ მოვახერხებთ მსოფლიოს გაოცებას”, – განაცხადა ფხალაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის დროს განაცხადა, რომ გააოცებდა ევროპას იმ დემოკრატიით, რომელსაც საქართველოში შექმნიდა.

 

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევამდე გიორგი მარგველაშვილი აცხადებდა, რომ არ აპირებდა ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას. მან მუშაობა დაიწყო მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, სადაც დროებით გამოუყვეს ფართი. შენობა, რომელიც ათონელის 25-ში შენდებოდა, თავდაპირველად მთავრობისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ხელისუფლებაში ქართული ოცნების მოსვლის შემდეგ, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ამ შენობაში მოეწყოთ პრეზიდენტის რეზიდენცია.

 

თუმცა მოგვიანებით გიორგი მარგველაშვილმა მიიღო ავლაბრის რეზიდენციაში გადასვლის გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, ათონელის 25-ში სარემონტო სამუშაოები გაგრძელდა. შენობის რემონტი და ავეჯით აღჭურვა დასრულებულია. გუშინ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეგიონული განვითარების მინისტრისგან მოისმინა აღნიშნულ შენობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რის შემდეგაც გააქტიურდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ამ შენობაში შეიძლება მთავრობის გადაწყვეტილებით შეასახლონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია. მთავრობა ამ შენობის გაყიდვას აპირებდა, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მას მყიდველი არ გამოუჩნდა.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *