Into the Spider-Verse-ის სიქველი 2022 წლის აპრილში გამოვა

სონის ანიმაციის, Spider-Man: Into the Spider-Verse სიქველი 2022 წლის 8 აპრილს გამოვა. მაილს მორალესის კინოეკრანებზე დაბრუნება სონიმ კინომოყვარულებს მცირე ვიდეორგოლით ამცნო, სადაც ადამიანი ობობას სიმბოლო და პრემიერის თარიღია გამოსახული.

April 8, 2022 ? #SpiderVerse pic.twitter.com/FC5nVIuciB

— Spider-Man: Into The Spider-Verse (@SpiderVerse) November 1, 2019

როგორც, The Verge წერს, Into the Spider-Verse ბოლო წლებში სონის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტი იყო და შესაბამისად, კომპანიის მომავლისთვის მაილს მორალესის ადამიანი ობობა უმნიშვნელოვანესია. ამასთან, გასულ წელს ფილმმა საუკეთესო ანიმაციისთვის ოსკარის მოპოვებაც შეძლო.