ახალგორში 60 წლამდე ქალი ჭაში ჩავარდა, ის ცხინვალში გადაჰყავთ

ახალგორში, რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაში 60 წლამდე ასაკის ქალი ჩავარდა. ინფორმაცია თავდაპირველად ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა.

მათივე ცნობით, დაშავებულის ახლობლები მის თბილისში გადაყვანას ითხოვენ, თუმცა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლები პაციენტის ცხინვალის საავადმყოფოში გადაყვანას გეგმავენ.

„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც ხელი აქვს მოტეხილი, მართლაც ცხინვალში მიჰყავთ, სადაც შემდეგი პროცედურები გადაწყდება.