კონკურსმა „ქართული ა“ გამარჯვებულები გამოავლინა

შრიფტების კონკურსის გამარჯვებულები უკვე ცნობილია. პროექტი, რომელიც დიზაინერ ზვიად ციკოლიას და თიბისი ბანკის ინიციატივით უკვე მეორედ ტარდება, თიბისის წარმატებული პროექტის #წერექართულად ფარგლებში შეიქმნა.

„ქართული ა“ მიზნად ისახავს ქართული დამწერლობის ადაპტირებას თანამედროვე სამყაროსთან, მის გავრცელებასა და პოპულარიზაციას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

კონკურსში გამარჯვებული ახალი ქართული შრიფტები გაციფრულდება და ფონტების სახით მოხმარებაში დაინერგება.

გამარჯვებულები  ჟიურიმ შემდეგ ნომინაციებში გამოავლინა.

1 ადგილი – ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი – ალექსანდრე ჩარკვიანი

1 ადგილი – ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი – სერგო ტიტენკოვი

1 ადგილი – ჯუმბერ ბეჭვაია

2 ადგილი – ლიზი ქანდარია

1 ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი

2 ადგილი – ალექსანდრე ჩარკვიანი

1 ადგილი – ლაშა გიორგაძე

2 ადგილი – ზურაბ მიმინოშვილი

1 ადგილი – დათო ხარაშვილი 

2 ადგილი – მექი გიორგაძე

1 ადგილი – ალექსანდრე ჩარკვიანი

2 ადგილი – დათო ხარაშვილი

1 ადგილი – ლაშა გიორგაძე

2 ადგილი – გიორგი ახუაშვილი

გამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული კონკურსანტი 2000 ლარით დაჯილდოვდება, მეორე ადგილზე გასული კი – 1000 ლარით.

კონკურსის პირობების თანახმად, თითოეულ კონკურსანტს ერთ კატეგორიაში მხოლოდ ერთი შრიფტის წარდგენა შეეძლო, თუმცა მათ შესაძლებლობა ჰქონდათ, ნამუშევრები სხვადასხვა კატეგორიაში დაერეგისტრირებინათ. მონაწილეებს შრიფტების სახით ქართული ანაბანის 33-ვე ასო უნდა წარმოედგინათ. წელს კონკურში მონაწილეობას 200-მდე ნამუშევარი იღებდა.

ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე – www.Georgiana.ge