ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი შეცვლის

ჭყონდიდის ეპარქიაში პეტრე ცაავას შეცვლის წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი. ამის შესახებ ინფორმაცია სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა გაავრცელეს.

ერისკაცობაში – გიორგი ვლადიმერის ძე კაცია დაიბადა: 1972 წლის 26 აგვისტოს ქ. სოხუმში. ეპისკოპოსად 2013 წელს აკურთხეს.

ეპარქია მდებარეობს სამეგრელოს ცენტრალურ ნაწილში და მოიცავს მუნიციპალიტეტებს: მარტვილს, აბაშასა და მათ მიმდებარე ტერიტორიას. ეპარქიის საკათედრო ტაძარი მარტვილში მდებარეობს

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მღვდელმთავრობიდან “მამათმავლობისა და პიდარასტული ცოდვის მხილების” გამო გადააყენეს.

როგორც მან სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება სინოდის თავმჯდომარემ, პატრიარქმა მიიღო.

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი… ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდს”, – განაცხადა პეტრე ცაავამ.

პეტრე ცაავამ თავის კომენტარში ჟურნალისტებთან ჰომოფობიური ტერმინოლოგია გამოიყენა.