ახალი ამბები

სინოდი პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს – პეტრე

31 ოქტომბერი, 2019 • 1542
სინოდი პრეზიდენტს მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს – პეტრე

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

ეს ინფორმაცია მიტროპოლიტმა პეტრემ გაავრცელა, რომელმაც სინოდის სხდომა პირველმა დატოვა.

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად განუცხადა, როდესაც სინოდის სხდომა დატოვა. მიტროპოლიტის თქმით, ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის ერთპიროვნულად მიიღო ილია მეორემ.

მან სხდომა პირველმა დატოვა, თუმცა ჯერ უცნობია, დასრულდა თუ არა ეს სხდომა.

მასალების გადაბეჭდვის წესი