თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თქმით, დღეს, 30 ოქტომბერს, დილის საათებში მეტროს შემადგენლობა ისანსა და სამგორს შორის გვირაბში 15-18 წუთით გაჩერდა.

ამ კონკრეტული მოვლენის შესახებ, სანამ სამსახური ინფორმაციას გაავრცელებდა, ფეისბუკზე სხვადასხვა თვითმხილველი წერდა. მათი თქმით, შეფერხების გამო მეტროთი ვერ ისარგებლეს.

ტრანსპორტის სამსახურში განმარტავენ, რომ დილის საათებში მარჯანიშვილის სადგურზე ტექნიკური ხარვეზით მატარებელი გაჩერდა და მისი ხაზიდან მოხსნისა და ჩიხში შეყვანის საჭიროება გაჩნდა. უწყება ამბობს, რომ ამ პროცედურას გარკვეული დრო სჭირდება. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში, სხვა სადგურებზე მოძრაობა შეფერხდა.

ერთი მატარებელი კი, რომელშიც მგზავრები იმყოფებობდნენ, დაახლოებით 15-18 წუთით გვირაბში გაჩერდა.