ევროკავშირი დასაქმების ხელშესაწყობად საქართველოს 156 მლნ ლარს გამოუყოფს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა და ევროპული განათლების ფონდის დირექტორმა ჩეზარე ონესტინმა “განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის მეორე ფაზა ოფიციალურად გახსნეს.

5-წლიანი პროგრამის მიზანია, მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების, გაუმჯობესებული შრომითი პოლიტიკისა და სამეწარმეო გადამზადების გზით, ხელი შეუწყოს საქართველოს 105 000 მოქალაქეს დასაქმებაში. პროგრამა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 48.85 მილიონი ევროს (დაახლოებით 156 მილიონი ლარი) შეადგენს, მიზნად ისახავს შესაბამისი უნარების და პროფესიული განათლების, სწავლების, მეწარმეობის დარგში არსებული მომსახურების და საგანმანათლებლო შესძლებლობების თანხვედრას, მათ შორის, ახალგაზრდებისთვის, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის საქართველოს მასშტაბით.

პროგრამის ძირითადი ამოცანებია:

“დასაქმების საკითხი მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ ქვეყანაში. მთავარია, დასაქმების მაძიებელს გააჩნდეს ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნა-უნარები და შეეძლოს შესაბამისი სამსახურის შოვნა. პროგრამის მეშვეობით, ევროკავშირი დაეხმარა საქართველოს მთავრობას 750-ზე მეტი მასწავლებლის გადამზადებასა და 100-ზე მეტი პროფესიული სასწავლო კურსის შექმნაში. შეიქმნა ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ეროვნული შრომითი საჭიროებების კვლევა, ვორქნეტი და საპილოტე დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები. ამ აქტივობების შედეგად, 30 000-ზე მეტმა ადამიანმა იშოვა სამუშაო ადგილი, თუმცა მათი უმეტესობა თბილისსა და დიდ ქალაქებში დასაქმდა. ახალი პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვგეგმავთ მსგავსი ქმედებების წარმატებულად განხორციელებას რეგიონებში, რაც უზრუნველყოფს რეგიონის მოსახლეობის, კერძოდ ახალგაზრდების, ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ხელმისაწვდომობას პროფესიული განათლების სისტემებზე”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

პროგრამა მოიცავს რამდენიმე დამხმარე კომპონენტს:

პროგრამა ემყარება 2013-2018 წლებში მიმდინარე, 27 მილიონი ევროს (დაახლოებით 80 მილიონი ლარი) ოდენობის „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის პირველი ფაზის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს. პროგრამის პირველი ფაზის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა შრომითი ბაზრის საინფორმაციო სისტემის შემუშავება, 69 მუნიციპალიტეტში დასაქმების მხარდამჭერი სერვისების გაფართოება და worknet.gov.ge საიტის შექმნა.