თიბისი ბანკი სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებისთვის გათამაშებას იწყებს

თიბისი ბანკის ახალი გათამაშება სწორედ დღეს დაიწყო და ის ყველაზე მასშტაბური გათამაშება იქნება გამარჯვებულების რაოდენობის მიხედვით – ჯამში, გათამაშებას 5 ათასი გამარჯვებული ეყოლება!

 

გათამაშება 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ხნის მანძილზე ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც თიბისი ბანკის სწრაფი გადახდის ტერმინალით ისარგებლებს, შანსი ეძლევა ჩაერთოს მომენტალურ გათამაშებაში და მოიგოს 20 000, 10 000 ან 5 000 ლარი, ასევე სხვადასხვა ფულადი პრიზი ან მობილურ ტელეფონზე სასაუბრო დრო. გამარჯვებული მომხმარებლები ანგარიშსწორებისთანავე შეიტყობენ, იყო თუ არა მათი ტრანზაქცია იღბლიანი!

 

თუმცა, მასშტაბური და ინოვაციური გათამაშება არ არის ის ერთადერთი სიახლე, რასაც თიბისი ბანკი სწრაფი გადახდის აპარატების მომხმარებლებს სთავაზობს. აღსანიშნავია ისიც, რომ:


 

სწრაფი გადახდის აპარატების ქსელის გაფართოებასა და მომსახურების გაუმჯობესებაში თიბისი ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 12,6 მილიონ ლარს შეადგენს.


იჩქარეთ, ისარგებლეთ სწრაფი გადახდის აპარატების ყველაზე დიდი და კომფორტული ქსელით და გახდით ერთ-ერთი გამარჯვებული, ხუთი ათას იღბლიან მომხმარებელს შორის! აქ გადახდა მომგებიანია!