ვარკეთილში ტაქსის მძღოლი დაჭრეს, კაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაიღუპა

ვარკეთილში ტაქსის მძღოლი დაჭრეს. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მომხდარზე უწყებამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყებაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.