“ხადა არ იყიდება!” – ხადას ხეობაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ადგილობრივებმა დღეს ხადას ხეობაში მაგისტრალის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ამბობენ, რომ უპირისპირდებიან არა უშუალოდ მაგისტრალის მშენებლობას, არამედ იმას, თუ როგორ აკეთებს ამას სახელმწიფო.

ადგილობრივების თქმით, შესაძლებელია ალტერნატიული მარშრუტის განხორციელება, რომელიც ყველაზე ნაკლებად დააზიანებს როგორც ადგილობრივების კერძო საკუთრებას, ისე კულტურულ მემკვიდრეობასა და გარემოს.

რუსეთისკენ მიმავალი ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთის, კობი-ქვეშეთის გზის დაგეგმილი მშენებლობა, რასაც ეს აქცია უპირისპირდება, დიდ თავისტკივილს უჩენს ადგილობრივებს, გარემოდამცველებსა და კულტურული მემკვიდრეობის მცველებს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რის გამოც ქვეშეთი-კობის გზის მოწინააღმდეგეები მთავრობას ამ მონაკვეთის ალტერნატივის მოფიქრებისკენ მოუწოდებენ, ზოგიერთი მათგანი კი ამ ალტერნატივას თავად სახავს. რით პასუხობს ამ მოთხოვნას სახელმწიფო, რომელიც მრავალწლიანი სესხით აშენებს მაგისტრალს?

წაიკითხეთ „ნეტგაზეთის“ რეპორტაჟი ხადის ხეობიდან:

₾5.6 მიწაში, რომელსაც არ ყიდიან და გარემო საფრთხეში — კობი-ქვეშეთის გზა

გაეცანით ასევე გიორგი როსტიაშვილის ისტორიას:

გზა რუსეთისკენ საფრთხეა ჩემი სახლისთვის – გიორგი როსტიაშვილი