“ბრალდებულმა განაცხადა, რომ დაკავების დროს შემთხვევეის ადგილიდან ამოღებული ხელყუმბარა და მაკაროვის ტიპის იარაღი მას ეკუთვნის, რაც შეეხება შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ მეორე, გლოკის სისტემის პისტოლეტს, ის მას არ ეკუთვნის. 


შალვა აბულაძე აცხადებს, რომ პოლიცილებზე განხორციელებულ თავდასხმაში (როგორც თბილისში, ასევე ბორჯომში) მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული მკვლელობები მის მიერ არ არის ჩადენილი. შალვა აბულაძის განცხადებით, პოლიციელების მკვლელი ისევ თავისუფალად დაიარება”, – განაცხადა ადვოკატმა არჩილ ჩუბინიძემ.


შალვა აბულაძე 10 აპრილს დააკავეს. მას ბრალად ორი პოლიციელის მოკვლა და ორი სამართალდამცველის დაჭრა ედება.


პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძე/10.05.15

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *