ბათუმში ავტოავარიას ველოსიპედისტი ემსხვერპლა

ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედით მოძრავ კაცს დაეჯახა. ავარიის შედეგად ველოსიპედისტი ადგილზე დაიღუპა. 50 წლის კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად.