რუსეთის შეკავებასაც ეხება – კოფი აშშ-ის ჯარების საქართველოში გაგზავნის იდეაზე

ანალიტიკოსი ლუკ კოფი, რომელიც ამერიკულ კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, განმარტავს სირიიდან წამოსული აშშ-ის ჯარების საქართველოში გაგზავნის იდეას:

„როგორც ვიცი, ეს არ განიხილება აშშ-ის მთავრობის მიერ. ბევრი კითხულობს — „ლოჯისტიკაზე რას იტყვით“? საუბარია 750კმ-ზე — ვფიქრობ, აშშ-ის სამხედრო ძალებს ამ წინაღობის დაძლევა შეუძლიათ. ვინც კითხულობს, „მერე თურქეთზე რას იტყვი“, მათ არ ესმით თურქულ-ქართული ურთიერთობა. და დიახ, ეს ასევე ეხება რუსეთის შეკავებას“.

Few points:
-As far as I know this *isn’t* being considered by US Govt
-Many saying “what about logistics”? It’s 750km—I think US Military can overcome?
-Those saying “what about Turkey”? don’t understand the Turkish-Georgian relationship
-Yes this is also about deterring Russia

— Luke Coffey (@LukeDCoffey) October 25, 2019

წინა დღით ლუკ კოფიმ, რომელიც ამერიკული კონსერვატიული ორგანიზაცია „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარია, ტვიტერზე დაწერა: „შემოთავაზება: აშშ-ის ჯარისკაცები, რომლებიც სირიას ტოვებენ, შეიძლება საქართველოში გაგზავნონ. ისინი გახდებიან „ჰორიზონტს გადაღმა“ ძალა, რომელსაც შეეძლება „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად უპასუხოს, თუკი ის ხელახლა მოიკრებს ძალას. აშშ-ს შეუძლია, გამოიყენოს ძველი რუსული ბაზა ახალქალაქში, რომელიც მხოლოდ 460 მილით (740 კმ-ით) არის დაშორებული რაქალ რაყას. ახლა საქართველო უფრო საიმედოა, ვიდრე ერაყი“.

ლუკ კოფი ავტორია წინადადებისა, საქართველო ნატოში მიიღონ ისე, რომ მე-5 მუხლი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე არ გავრცელდეს.

ევროპული საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ აშშ-ს ბაზის განთავსება მოუნდება, დაეთანხმოს