ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში კიევში ჩასვლასა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ მან “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.
“ყველა ერთის წინააღმდეგ” -ესაა გუბაზ სანიკიძის ფორმულა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ აპირებს “ბევრი ტაბუ დაარღვიოს”.
“უახლოეს დღეებში ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე”, – აცხადებს სანიკიძე.
ნიკა გვარამიას კითხვაზე, მხოლოდ საუბრით შემოიფარგლება თუ არა ეს ყველაფერი, ის ამბობს:
“ვნახოთ. ბევრი შეკითხვაა იქიდანაც, აქედანაც”.