ნეტგაზეთი | უახლოეს პერიოდში კიევში სააკაშვილს შევხვდები – გუბაზ სანიკიძე უახლოეს პერიოდში კიევში სააკაშვილს შევხვდები – გუბაზ სანიკიძე – Netgazeti
RU | GE  

უახლოეს პერიოდში კიევში სააკაშვილს შევხვდები – გუბაზ სანიკიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში კიევში ჩასვლასა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ მან “მთავარ აქცენტებში” განაცხადა.

“ყველა ერთის წინააღმდეგ” -ესაა გუბაზ სანიკიძის ფორმულა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ აპირებს “ბევრი ტაბუ დაარღვიოს”.

“უახლოეს დღეებში ვაპირებ ჩავიდე კიევში და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე”, – აცხადებს სანიკიძე.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, მხოლოდ საუბრით შემოიფარგლება თუ არა ეს ყველაფერი, ის ამბობს:

“ვნახოთ. ბევრი შეკითხვაა იქიდანაც, აქედანაც”.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com