გაუწია თუ არა შალვა აბულაძემ პოლიციას წინააღმდეგობა დაკავებისას

ბორჯომის საკრებულოს წევრმა დავით როკეტიშვილმა ადგილობრივ პოლიციელებზე დაყრდნობით გვითხრა, რომ შალვა აბულაძე სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა:


“პოლიციელებისგან არის ინფორმაცია გამოსული, რომ ჩაბარდა ჩვეულებრივად. იარაღები გადმოუყარა ფანჯრიდან, არც სროლა ყოფილა”, – გვითხრა როკეტიშვილმა.


შსს-ში ამ წინააღმდეგობრივი ინფორმაციების თაობაზე კომენტარს არ აკეთებენ.


ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აბულაძემ დაკავებისას პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, თავდაპირველად საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა შსს-ზე დაყრდნობით, რის შემდეგაც ნეტგაზეთი სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა ამ ცნობის გადასამოწმებლად. თავდაპირველად გვითხრეს, რომ შსს-ს პოზიცია მთლიანად იყო გადმოცემული ამ საკითხზე მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში, სადაც წინააღმდეგობის თაობაზე არაფერი ეწერა, ხოლო მოგვიანებით სამინისტროდან დაგვიკავშირდნენ და განგვიცხადეს, რომ დაკავების დროს აბულაძემ პოლიციას წინააღმდეგობა მართლაც გაუწია.