სალომე ზურაბიშვილი იაპონიის იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში გაემგზავრა. 

ის ტოკიოში იაპონიის ახალი იმპერატორის, ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრება.

იაპონიის ახალი იმპერატორის ვინაობა მაისში გახდა ცნობილი, როცა ტახტიდან გადადგა 85 წლის იმპერატორი   და ტახტი შვილს, ნარუჰიტოს დაუთმო. ახალ საიმპერატორო ეპოქას რეივა [ეივა] ეწოდება, რაც წესრიგს და ჰარმონიას ნიშნავს.

იაპონიაში იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არა აქვს, თუმცა ნაციონალური სიმბოლოა.

Როგორც ​საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება,  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს შეხვედრები, როგორც იაპონიის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, ასევე ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებთან.

Ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტო ორმხრივი შეხვედრებს გამართავს ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელლენისთან და სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარქისიანთან.

Პრეზიდენტი ასევე გეგმავს ტოჩინოშინთან შეხვედრას. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი