ახალი ამბები

აფეთქება კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გამო

19 ოქტომბერი, 2019 • 1938
აფეთქება კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გამო

თბილისში, დ. გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. ოფიციალური ვერსიით, მიზეზი, სავარაუდოდ გაზის დაგროვებაა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში 4 პირი გადაიყვანეს.

“პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს”, – ამბობენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.

მასალების გადაბეჭდვის წესი