პუტინმა ინტერნეტში ახალგაზრდების ქცევის შესწავლის შესახებ ბრძანება გასცა

როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება Meduza იტყობინება, კრემლის ვებგვერდზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მითითება გამოქვეყნდა, რომელიც ოჯახისა და ბავშვების დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკას ეხება.

კერძოდ, პუტინის ბრძნაებით უნდა ჩატარდეს კვლევა, რომელიც ინტერნეტში რუსი ახალგაზრდების ქცევას შეისწვალის.

პუტინის განცხადებით, ამ კვლევების შედეგებმა ხელისუფლებას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ინფორმაციული გარემო ახალგაზრდების შეხედულებების ფორმირებაზე.

გარდა ამისა, პუტინმა გასცა ცენტრის შექმნის ბრძანება, რომლის მიზანიც “ახალგაზრდობის სულიერი და მორალური აღზრდა” იქნება.

რუეთის მთავრობამ ანგარიში ბრძანების შესრულების შესახებ 2019 წლის პირველ დეკემბრამდე უნდა წარმოადგინოს.