ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი გახდა ძიუდოში

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველია ქალ ძიუდოისტებს შორის, რომელმაც ძიუდოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ფედერაციის თანახმად, მან მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე 57კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი კანაკო ჰაკამატა დაამარცხა.

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონის ტიტულსაც ფლობს — ის 12 სექტემბერს გახდა ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი