“მე როდესაც მივდიოდი გამოცდაზე, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და ისე ხდებოდა, რომ მართლაც კარგ ნიშანს ვიღებდი ხოლმე. ასე ვარ არჩევნებში”, – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, ვიცეპრემიერმა თეა წულუკიანმა გააკეთა 2020-ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
“მგონია, რომ გაისადაც ჩვენ წარვდგებით ღირსეულად ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამაბეთ იმ 8-წლიან საქმიანობას, რომელიც იყო სურთულეებით სავსე, მით უმეტეს, ოკუპაციის ფონზე, ეკონომიკური პრობლემების ფონზე, და დავგეგმავთ მომავალ საქმიანობას. ვფიქრობ, მომავალი წელი “ქართული ოცნების” დიდი გამარჯვების წელი იქნება”, – განაცხადა წულუკიანმა.