ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხაჯიმბა: NATO-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში ჩვენთვის და რუსეთისთვის საფრთხეა

4 აპრილი, 2015 •
ხაჯიმბა: NATO-ს ინფრასტრუქტურა საქართველოში ჩვენთვის და რუსეთისთვის საფრთხეა

“ბევრი ექსპერტი მბობს, რომ აფხაზეთსა და საქართველოს შორის საზღვარი რეგიონში ერთგვარი გეოპოლიტიკური დაპირისპირების ხაზია. დასავლეთი აქტიურად ცდილობს წინა პლანზე წამოწიოს რუსეთის შემოსაზღვრის ამოცანა NATO–ს სანიტარული კორდონით. რუსეთი ჩვენი მოკავშირეა და ჩვენ არ შეგვიძლია ამ პროცესებს მშვიდად ვუყუროთ. 

 

საქართველოში პირველად ყალიბდება NATO–ს ინფრასტრუქტურა საწვრთნელი ბანაკის სახით და საქართველოს ნატოსთან დაახლოებისთვის იმ პაკეტის სხვა კომპონენტების რეალიზება ხდება, რომელიც წინა წელს ალიანსის სამიტზე მიიღეს ნიუპორტში”, – აცხდებს ხაჯიმბა. 

 

ამგვარ პირობებში, ხაჯიმბას თქმით, რთული გეოპოლიტიკური სიტუაცია იქმნება აფხაზეთისა და რუსეთის უსაფრთხოების კუთხით და მთლიანობაში, რეგიონის სტაბილურობისთვის. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  
  


მასალების გადაბეჭდვის წესი