საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის 9 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით კვლავ “Wizz Air” ლიდერობს.
ავიაკომპანია Wizz Air ბაზრის 15%-იან წილს ფლობს, ხოლო 11%-იანი წილობრივი მაჩვენებლებით მე-2 და მე-3 ადგილზე “Turkish Airlines” და “Georgian Airways” არიან.
რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 12% ქართული ავიაკომპანიები და 88% უცხოური ავიაკომპანიები.
Wizz Air 2019 წლის 6 თვის მონაცემებითაც ლიდერობდა. აღნიშნული პერიოდის მონაცემებით ავიაკომპანია ბაზრის 14%-იან წილს ფლობდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე კვლავ Georgian Airways (11%-ით) და Turkish Airlines (10%-ით) იმყოფებოდნენ.