ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი მარგველაშვილის განცხადებაზე: სამხრეთ ოსეთი არასდროს დაივიწყებს გენოციდს

2 აპრილი, 2015 •
ცხინვალი მარგველაშვილის განცხადებაზე: სამხრეთ ოსეთი არასდროს დაივიწყებს გენოციდს

“მსგავსი დეკლარაციების ძირითადი ადრესატი საქართველოსთვის ყოველთვის დასავლური აუდიტორია იყო, მისი მიზანი კი არის, საქართველოს არცთუ ისე რესპექტაბელური იმიჯი და მცდელობები, დაარწმუნოს დასავლეთი, რომ საქართველო რეგიონში “დემოკრატიის შუქურაა”, რომელსაც მასშტაბური მხარდაჭერა სჭირდება”, – წერია სამხრეთ ოსეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

 

აქვე ნათქვამია, რომ ძნელად მოიძებნება საქართველოში პოლიტიკური მოღვაწე, რომელსაც ჭეშმარიტად სჯერა ოსების მოკლე მეხსიერებისა და საღი აზრის უქონლობის:

 

“საქართველოში ესმით, რომ სამხრეთ ოსეთი არასდროს დაივიწყებს და აპატიებს გენოციდს, ეთნიკური წმენდის საშინელებას, 2008 წლის აგვისტოში ცხინვალის დაბომბვასა და საქართველოს ჯარების შემოსვლას. ამ დროისთვის საქართველოში არავინ დასჯილა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის ოსების მიმართ და არანაირი პოლიტიკური აქტი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მიღებული არ ყოფილა. უფრო მეტიც, საქართველო აგრძელებს თავისი სამხედრო პოტენციალის ზრდას, რევანშისტული ამბიციები აქვს და გათვლილი აქვს, რომ ხელსაყრელ დროს ოსეთის მიწები მიიტაცოს”. 

 

“სადავო საკითხების გადასაჭრელად საჭიროა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგი, რისთვისაც ჩვენი მხრიდან სრული მზაობა არსებობს”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 
ცხინვალი: ფოტო: http://cominf.org/
ცხინვალი: ფოტო: http://cominf.org/
 
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  

მასალების გადაბეჭდვის წესი