მთავრობის დაკეტილი ბინები

მაშინ, როცა ბათუმში დაახლოებით 1700 უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს, ხოლო რეგიონში 113 ოჯახი სტიქიის გამო, ფაქტობრივად, თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი, ბათუმის მერიას 54 ბინა აქვს დაკეტილი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო კი ვერ არკვევს აჭარის საკუთრებაში არსებულ 65 ბინით დღეს ვინ რა ფორმით სარგებლობს.