ეკონომიკის სამინისტრო თურნავას გადადგომის ინფორმაციას არ ადასტურებს

ეკონომიკის სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ნათია თურნავა მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს.

ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს ტვ პირველმა გაავრცელა.

ტვ პირველის ინფორმაციით, ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პოსტს ტოვებს