მთავრობა დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქმნის

მთავრობა ახალ სსიპ-ს, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ქმნის. ახალი უწყება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ნეტგაზეთი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მთავრობის ადმინისტრაციასა და ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების პასუხს მიღებისთანავე გავავრცელებთ.