ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა

როგორც პრესსამსახურის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, ბესიკ ხარძიანი მრავლობითი ჭრილობებით შეიყვანეს რესპუბლიკურ საავამყოფოში. მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ოპერაცია უტარდებოდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

დღეს ტელეკომპანია “რუსთავი 2″–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანს საკუთარ სადარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობეები მიაყენეს.

 

ბიზნესმენის და, მაია ხარძიანი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელობის კვალი ბესარიონ ხარძიანის ყოფილ პარტნიორთან, გიორგი უდესიანთან მიდის.

 

საქმეს პროკურატურა იძიებს. “ნეტგაზეთს” პროკურატურაში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება 19 108–ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

 

ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი, რომელიც “კუს ტბის” ყოფილი მფლობელია, “ნაციონალური მოძრაობის” მთავრობაში ყოფნის დროს პატიმრობაში იყო და ყოფილ მთავრობას მის უკანონოდ დაპატიმრებაში ადანაშაულებდა