მანჰეტენზე მომხდარი აფეთქების შედეგად ორი შენობა ჩამოინგრა

მერის, ბილ დე ბლასიოს განცხადებით, დაკარგულების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ აქვთ. ოფიციალური ცნობით, აფეთქებამდე შენობაში გაზის გაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოები მიმდინარეობდა.

აფეთქების შემდეგ შენობაში მალევე გაჩნდა ხანძარი იმ ადგილზე, სადაც სუშის რესტორანი მდებარეობს. ხანძარი მალევე გავრცელდა გვერდითა შენობაზე.  მის ჩაქრობას 200 მეხანძრე ცდილობდა.

ადგილი, სადაც აფეთქება მოხდა, მანჰეტენის აღმოსავლეთ ნაწილია, რომელიც  პატარა ბიზნესების და რესტორნების სივრცეა. მასთან ახლოს მდებარეობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტი.

ოფიციალური პირების განცხადებით, ჰაერის დაბინძურების  დონე აფეთქების ადგილზე მაღალია და ამიტომ მაცხოვრებლებს ურჩევენ  ფანჯრები არ გააღონ.