ვინ არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები

დღეს ცნობილი გახდება მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული. ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი საღამოს გაიმართება და ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება. 

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

ნახეთ, ვინ არიან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები:

თამარ ადამია

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი;

ნათია კურტანიძე

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი;

მაია მენაბდე

ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

მაია მენაბდე

ქეთევან მერებაშვილი

სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი;

ქეთევან მერებაშვილი

გიორგი ჭაუჭიძე

 მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.

გამარჯვებულს, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს. პრიზებს მიიღებენ საუკეთესო ათეულში მოხვედრილი პედაგოგებიც. 

ეს ჯილდო მიღებული აქვს ლადო აფხაზავას, სამოქალაქო განათლების მასწავლებელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან, რომელიც  მასწავლებლის გლობალურ ჯილდოს  ფინალისტებს შორისაც იყო.