კახეთის გზატკეცილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა

კახეთის გზატკეცილზე სამგზავრო ავტობუსი დაიწვა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ინციდენტის დროს კერძო ავტობუსში არავინ იმყოფებოდა და დაშავებულიც არავინაა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. შსს-ში ამბობენ, რომ ინციდენტი, სავარაუდოდ, ავტობუსის გაუმართაობამ გამოიწვია.