ოჯახის წევრების თქმით, 29 წლის მაია სამშოაბირო სახლში პარასკევს, 20 მარტს მიიყვანეს. ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტს ორი კვირის მანძილზე მაღალი წნევა ჰქონდა და ოჯახი ექიმებს საკესირო კვეთის გაკეთებას სთხოვდა, თუმცა ექიმებმა ეს საჭიროდ არ ჩათვალეს.
„მე მივიყვანე პარასკევს. ექოსკოპია რომ გადაუღეს, ექიმმა უთხრა, მკვდარია ნაყოფიო. სასწრაფოდ დავაწვინეთ. არავითარი სისხლდენა არ ჰქონია“ – ამბობს იზოლდა მორჩილაძე, გარდაცვლილის ბიცოლა.
„თავისი ფეხით შევიდა სამშობაირო ბლოკში, ტყუილია ის, რაც თქვეს ტელევიზორში, რომ სისხდენით შეიყვანეს. ვადანაშაულებთ ექიმებს, იმიტომ, რომ როცა პაციენტს ჰქონდა 180 წნევა, ორი კვირით ადრე ითხოვეს გაუკეთეთ საკეისროო. რა მოხდებოდა, რომ საკეისრო გაკეთებულიყო, ბავშიც გადარჩებოდა და ქალიც. უარყო ექიმმა ორ დღის წინ ტელევიზორში, არანაერი განცხადება არ შემოსულა მაგის თაობაზეო. რატომ ტყუის?!“ – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი, მაგული კოჩალიძე.
„თუ მართალი არიან ეს ექიმები, ბოდიშს მოვუხდით და წავლათ, მაგრამ არ გამოდიან. ესენი ზიან და უყურებენ ტელევიზორს, არ აინტერესებთ აქ რა ხდება. მაგათ ვუწოდებ თეთრხალათიან მკვლელებს, რით განსხვავდებიან მკვლელებისგან? იმით, რომ თეთრი ხალათები აცვიათ, ამიტომ არ იჭერენენ ამათ“ – ზურაბ დიასამიძე, გარცვლილის მეუღლის ბიძა.
ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუკრი ბეჟანიძის განცხადებით, საავადმყოფომ უკვე მიმართა საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეიწავლოს გარდაცვლილი პაციენტის საქმე. სწორედ სააგენტომ უნდა დადოს დასკვნა, იკვეთება თუ არა საქმეში ექიმების ბრალი.
„ველოდებით სააგენტოს დასკვნას და იმის მიხედვით გაირკვევა სიტუაცია. ჩვენ შეტყობინება გადავეცით და შეისწვალიან. ოჯახის წევრებს არარეალური პრეტენზიები აქვთ, ზოგიერთი ექიმი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ საქმეში და მათ მიმართაც აქვთ პრეტენზიები, ამიტომ რეგულირების სააგენტო გაარკვევს ამას“ – განაცხადა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.
საავადმყოფოს დირექტორი დღეს გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს არ შეხვედრია.
კითხვაზე, კონკრეტულად რამ გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის გართულება, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ ეს სერიოზული სიტუაციაა: „მძიმედ შემოვიდა თავიდან, ეს შემიძლია ვთქვა“ – ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.
ბოლო ორი თვის მანძილზე ეს ბათუმის სამშობიარო სახლში ქალის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა.
