გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს

რუსთავი 2-ის ყოფილი და “მთავარი არხის“ ამჟამინდელი ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პროკურატურაში დაიბარეს.

პროკურატურის ცნობით, ის უწყებაში ორშაბათს უნდა მივიდეს, თუმცა ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია.

პროკურატურაში ამბობენ, რომ გაბუნია დაბარებულია “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში“.

მანამდე პროკურატურამ ცნობა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხვალ, 5 ოქტომებრს პროკურატურაში დაბარებულია ნოდარ მელაძეც.

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს