ახალი ამბები

არქიმანდრიტი ანთიმოზი აცხადებს, რომ ეკლესიიდან წავიდა

24 მარტი, 2015
არქიმანდრიტი ანთიმოზი აცხადებს, რომ ეკლესიიდან წავიდა

“ეთო გავაშელაშვილო! სატანისტ-ელგებეტისტო! წყეულიმც იყავ უკუნითი უკუნისამდე, ამინ. წამოვედი ეკლესიიდან, გეშინოდეს! არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი),”– წერს ის.

 

 

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, არქიმანდრიტი ანთიმოზი იგინება. ვიდეოს ავტორად ეთო გავაშელაშვილია მითითებული. 

 

იმის გასარკვევად, უკავშირდება თუ არა არქიმანდრიტი ანთიმოზის ეკლესიიდან წასვლა ამ ვიდეოს გავრცელებას და იმსჯელეს თუ არა საპატრიარქოში ამის შესახებ, “ნეტგაზეთი” პატრიარქის მდივანს, მიქაელ ბოტკოველს დაუკავშირდა. მან განაცხადა, რომ ამ დროისთვის ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. 

 

“ამ წუთისთვის მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. მეც, როგორც თქვენ, სოციალური ქსელებით შევიტყვე ამის თაობაზე. ამ გადაწყვეტილებების, სასულიერი პირისთვის უფლებამოსილების შეჩერებას, ან სასჯელის დადებას, ან რაიმე ასეთი საკითხის განხილვას, მე არ განვიხილავ, იმიტომ, რომ არ არა ვარ იერარქი, მღვდელმთავარი არ გახლავარ და ამ გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ მაქვს. ასეთი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ეკლესიის მეთაურმა,” – განაცხადა ბოტკოველმა.

თავად არქიმანდრიტი ანთიმოზი Facebook–ზე გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში განმარტავს, რომ ეკლესიიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო:

 

“არავის გამოუშვივარ, ჩემი ნებით გავედი პენსიაში,” – წერს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი