ენგურზე გამშვები პუნქტით გადაადგილებაზე შეზღუდვები მოვხსენით – სოხუმი

ქართულ მხარესთან ერთადერთ გამშვები პუნქტზე გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც აფხაზურმა მხარემ 2019 წლის 27 ივნისს დააწესა, მოიხსნა.

როგორც აფხაზური მხარე აცხადებდა, გამშვებ პუნქტზე დაწესებული შეზღუდვები თბილისში ივნისში დაწყებულ საპროტესტო აქციებს და შესაძლო საფრთხეს უკავშირდებოდა.

შეზღუდვები არ ეხებოდა მოქალაქეებს, რომლებიც ქართულ მხარეს სამედიცინო მომსახურების მისაღებად გადმოდიოდნენ.