ფაშინიანის შემდეგ პუტინი ალიევს ხვდება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიწვევით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით რუსეთში, კერძოდ, სოჭში ჩავიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგი და განსახილველი საკითხები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, ოფიციალური ცნობით, სოჭში პოლიტიკურ გამოწვევებზე სადისკუსიო შეხვედრა იმართება.

1-2 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. ოფიციალური ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი ერევანში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.