მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახიშვილი გახარიას მრჩევლად დაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მრჩევლად დაინიშნა.

კახა კახიშვილის ადგილას კი შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. შესაბამისად, მეზვრიშვილი იქნება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი.

ეს ინფორმაცია მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.