შესაძლოა საქართველოსა და გრენადას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს

შესაძლოა საქართველოსა და გრენადას შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდეს. როგორც მთავრობის განკარგულებაში ვკითხულობთ, უვიზო მიმოსვლის საკითხზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

საქართველოს 2011 წლიდან აქვს გრენადასთან დიპლომატიური ურთიერთობები. გრენადაში საქართველოს საელჩო არ აქვს და ქვეყნის დაფარვა აშშ-ში საქართველოს საელჩოდან ხდება.