რუსეთში აივანზე მოწევა იკრძალება

დაანონსებული რეგულაციების მიხედვით, რუსეთში მრავალსაირთულიანი კორპუსების აივნებსა და ლოჯიებში მოწევა იკრძალება. მოქალაქეებს, რომლებიც პირველ ოქტომბრიდან ამ წესს დაარღვევენ, 3 000-რუბლიანი (დაახლ. 47 აშშ. დოლარი) ჯარიმის გადახდა მოუწევთ. 

ახალი რეგულაციების მიხედვით, “ღია ცეცხლი“ კორპუსების აპარტამენტების აივნებსა და ლოჯიებში იკრძალება, იგივე ნორმა მოქმედებს საერთო საცხოვრებლებსა და სასტუმროებში. “ღია ცეცხლში“, კანონის ავტორების მიხედვით, შედის სანთებლები, სანთლები და სიგარეტები.

გარდა ამისა, აივნებზე აიკრძალება ბარბექიუ.