ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სარგსიანი: ჩვენი ჯარისკაცი აცნობიერებს, რომ მის მოკვლას რუსული იარაღით ცდილობენ

19 მარტი, 2015 •
სარგსიანი: ჩვენი ჯარისკაცი აცნობიერებს, რომ მის მოკვლას რუსული იარაღით ცდილობენ

სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებში, სერჟ სარგსიანის თქმით, დიდი როლი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას უკავია.  

 

“ამ ურთიერთობებში ჩვენ ის გარემოება გვაღელვებს, რომ რუსეთი, სხვადასხვა მიზეზით, აზერბაიჯანზე შეიარაღებას ყიდის. პრობლემა აქ არა შეიარაღების ხარისხში, არამედ იმაში მდგომარეობს, რომ საზღვარზე მდგარი სომხეთის ჯარისკაცი აცნობიერებს, რომ მის მოკვლას რუსული იარაღით ცდილობენ”, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, ეს არის პრობლემა და ის უნდა გადაწყდეს. “სხვა მხრივ, დღესდღეობით, არა მხოლოდ ჩემი, სპეცილისტების აზრითაც აზერბაიჯანს არ აქვს საშუალება ყარაბაღის პრობლემა სამხედრო გზით გადაწყვიტოს. მთიანი ყარაბაღის არმია ბრძოლისუნარიანია და მზადაა ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდეს.”

 

აზერბაიჯანი იარაღის 85%–ს რუსეთში ყიდულობს.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
  




მასალების გადაბეჭდვის წესი