პოლიტიკოს ნიკა რურუას შვილმა, ანნა მარი რურუამ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილისგან, კახა ანჯაფარიძისგან ტელეკომპანიის 2.5%-იანი წილი იყიდა 2500 ლარად. სანაცვლოდ მან აიღო ვალდებულება, რომ წილის რეგისტრაციიდან ერთი დღის ვადაში არხის საწესდებო კაპიტალში 200 000 აშშ დოლარი შეიტანოს.
რამდენიმე დღით ადრე ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი ნიკა რურუას ძმამ, გიორგი რურუამაც იყიდა, 250 000 აშშ დოლარის საწესდებო კაპიტალში შეტანის ვალდებულებით.
ამჟამად, გამოდის, რომ ანჯაფარიძე ნასყიდობის ამ ხელშეკრულების შემდეგ 43%-ს ფლობს, გიორგი და მარი ანნა რურუები — 2.5%-ს, ხოლო დამფუძნებელი ნიკა გვარამია ისევ 51%-იანი წილის მფლობელად რჩება.
გიორგი რურუა „მთავარი არხის“ მეწილე გახდა და ტელევიზიაში $250 ათასი შეაქვს