სტამბოლში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სტამბოლში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, სტიქიამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია, თუმცა, სეისმოლოგიური სამსახურისა და სტამბოლის მერის განცხადებით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

როგორც “ჰურიეტი” წერს, ბიძგებმა ერთ-ერთი მეჩეთის მინარეთი ჩამოანგრია. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები, მოხდა საავადმყოფოების, სკოლებისა და სხვადსხვა დაწესებულებების ევაკუაცია.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საკონსულოც თურქეთში. საკონსულო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე დარეკონ  +90 541 818 44 00.