რიკოთის მონაკვეთზე ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა შეფერხდა – მთავრობა

2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის განმარტებითი ბარათით, წელს  ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობაკრედიტის დაფინანსების ნაწილში, ჯამში, 143.9 მილიონი ლარით მცირდება, ხოლო საბიუჯეტო სახსრების ნაწილში 36.7 მილიონი ლარით იზრდება.

ამ ცვლილების გათვალისწინებით, 2019 წელს მაგისტრალების მშენებლობისთვის 707 მილიონი ლარი დაიხარჯება, მათ შორის საინვესტიციო კრედიტის ფარგლებში – 455 მილიონი ლარი.

„მიმდინარე წლის პროექტების შესრულების პროგნოზი, მათი განსაკუთრებული მასშტაბურობიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, საჭიროებს კორექტირებას და დაფინანსება ნაწილობრივ გადაინაცვლებს მომდევნო წლებში. აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის რიკოთის მონაკვეთის ოთხივე კომპონენტზე მიმდინარე წლის თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული იყო 315.9 მლნ ლარის დახარჯვა, თუმცა, პროექტის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი რიგი სირთულეებიდან გამომდინარე, მიმდინარე წელს ათვისებული იქნება, ჯამში, 130 მლნ ლარამდე“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით:

მცირდება დონორული დაფინანსება გრიგოლეთი-ქობულეთის [ჩოლოქის] ახალი გზის მონაკვეთის მშენებლობაზეც კრედიტების ნაწილში 22.7 მილიონი ლარით. შესაბამისად, ჯამურად, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით 58.5 მილიონი ლარი მიიმართება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეფერხება გამოწვეულია კონტრაქტორი კომპანიის მიერ.

კანონპროექტის მიხედვით, საგზაო პროექტებში გამოთავისუფლებული რესურსით იზრდება:

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების კანონპროექტის განხილვა პარლამენტის კომიტეტებში დღეს, 26 სექტემბერს, დაიწყო.

მთავარი ფოტო: ხევი-უბისას მონაკვეთი/რენდერი

ამავე თემაზე: