ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს

ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება შეიძლება აიკრძალოს. ამას ითვალისწინებს ცვლილბების პაკეტი, რომელიც ნეტგაზეთს დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა მიაწოდა და რომლის ინიციერებაც პარლამენტში იგეგმება.

დღეისათვის მოქმედი შრომის კოდექსით ზეპირი ფორმით შრომითი ხელშეკრულების დადება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დამსაქმებელი დასაქმებულს 3 თვეზე ნაკლები პერიოდით დაიქირავებს.

გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებებით მკაცრდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულების დადების აუცილებელი პირობები. დღეს მოქმედი კანონმდებლობით დამსაქმებელს დასაქმებულისთვის ვადიანი შრომით ხელშეკრულების დადება რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში შეუძლია. თუ:

ე) ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას, კანონიდან უქმდება.

გარდა ამისა, ცქიტიშვილის განმარტებით, შემთავაზებული ცვლილებებით შემოდის შემდეგი ვალდებულებები:

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ პარლამენტში ინიცირებული არ არის, შესაბამისად, მასში შეიძლება მნიშვნელოვანი შესწორებები შევიდეს, სანამ საბოლოო სახეს მიიღებს.